ჩვენ შესახებ

მისია & ღირებულებები

ჩვენი მისიაა საქართველოში ფიტნეს დონის ამაღლება, ფიტნეს ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლებით უსაფრთხო გარემოს შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.

სოფიო სოლოღაშვილი

სნეპ ფიტნესის დირექტორი
ჩემი და სნეპის ურთიერთობა 2015 წლიდან იწყება, როდესაც პირველი ფილიალი გავხსენით ყაზბეგის გამზირზე და მალევე მივხვდი, რომ სწორ ადგილას მოვხვდი. სნეპის მთავარი მონაპოვარი არის ადამიანების ის გუნდი, ვისთან ერთადაც უკვე 10 წელია ვემსახურებით ჩვენს მომხმარებლებს.

მას შემდეგ, ახლა უკვე 5 ფილიალით, ერთად ვცდილობთ პრობლემების გადალახვას და წარმატების გაზიარებას.

მეორე ფილიალის გახსნისთანავე, მალევე აღმოვჩნდით პროფესიონალი კადრების არ არსებობის წინაშე, რის შედეგადაც გაჩნდა მოთხოვნა და შესაბამისად, იდეა რომ ჩვენივე არსებულ სასწავლებელში გადაგვემზადებინა ფიტნეს ინსტრუქტორები.

სნეპ აკადემია პირველია საქართველოში, რომელმაც სწავლების სხვა მიმართულება და ხაზი შესთავაზა მსურველებს.

პროექტის ავტორი, თორნიკე ქობულაშვილი, სნეპ ფიტნესთან ერთად ცდილობს, რომ ყოველი ახალი კურსი იყოს წინაზე უკეთესი და გამორჩეული, ვინაიდან ეს სფერო ყოველდღიულად ვითარდება და აუცილებელია, რომ ჩვენც თანმიმდევრულად განვვითარდეთ.

სნეპ აკადემია 300-მდე სტუდენტმა დაამთავრა, რომელთა ნაწილიც წარმატებით დასაქმდა სხვადასხვა ფიტნეს დარბაზში.

როგორ ვხედავ სნეპ აკადემიას მომავალში?!

ვხედავ თანამედროვეობის ფეხდაფეხ მიმავალს, ვხედავ, იმ მოთხოვნებზე მორგებულს რომელთაც სიახლეები და ახალი გამოწვევები მოითხოვს.

შეავსე ფორმა, დარეგისტრირდი კურსზე და გახდი პროფესიონალი სერტიფიცირებული მწვრთნელი!

Scroll to Top