ჩვენ შესახებ

მისია & ღირებულებები

ჩვენი მისიაა საქართველოში ფიტნეს დონის ამაღლება, ფიტნეს ინსტრუქტორების კვალიფიკაციის ამაღლებით უსაფრთხო გარემოს შექმნა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.

თორნიკე ქობულაშვილი

პროექტის ავტორი
“სნეპ აკადემიის” პროექტის ავტორი თორნიკე ქობულაშვილი, საქართველოში წამყვანი ფიტნეს პროფესიონალია.

თორნიკეს იტალიაში, მსოფლიოში წამყვანი სპორტული ბრენდის, ტექნოჯიმის ბაზაზე ფიტნეს სფეროში მიღებული აქვს დეტალური ცოდნა პრესტიჟული სერტიფიკატებით, მათ შორის MASTER TRAINER, SKILLMILL TRAINER, GROUP CYCLE TRAINER, DAP FUNCTIONAL TRAINER და FUNCTIONAL TRAINER.

გარდა ამისა, ის არის სპორტის საერთაშორისო მეცნიერებათა ასოციაციის, ISSA-ს მიერ სერტიფიცირებული Elite Trainer, Nutritionist, Specialist in Bodybuilding, Certified Personal Trainer და დიდი ბრიტანეთის საჯარო კოლეჯისგან ფლობს "სპორტდარბაზის მართვისა და კონტროლის სერტიფიკატს". აღნიშნული კვალიფიკაცია ხაზს უსვამს მის ღრმა ცოდნას ფიტნეს მენეჯმენტის პრაქტიკულ და ადმინისტრაციულ ასპექტებში.

სნეპ აკადემიის დაფუძნებიდან - 2025 წლის ჩათვლით, თორნიკე აქტიურად იყო ჩართული აკადემიის განვითარებაში როგორც პროექტის ავტორის, ასევე ლექტორის როლში.

სოფიო სოლოღაშვილი

სნეპ ფიტნესის დირექტორი
ჩემი და სნეპის ურთიერთობა 2015 წლიდან იწყება, როდესაც პირველი ფილიალი გავხსენით ყაზბეგის გამზირზე და მალევე მივხვდი, რომ სწორ ადგილას მოვხვდი. სნეპის მთავარი მონაპოვარი არის ადამიანების ის გუნდი, ვისთან ერთადაც უკვე 10 წელია ვემსახურებით ჩვენს მომხმარებლებს.

მას შემდეგ, ახლა უკვე 5 ფილიალით, ერთად ვცდილობთ პრობლემების გადალახვას და წარმატების გაზიარებას.

მეორე ფილიალის გახსნისთანავე, მალევე აღმოვჩნდით პროფესიონალი კადრების არ არსებობის წინაშე, რის შედეგადაც გაჩნდა მოთხოვნა და შესაბამისად, იდეა რომ ჩვენივე არსებულ სასწავლებელში გადაგვემზადებინა ფიტნეს ინსტრუქტორები.

სნეპ აკადემია პირველია საქართველოში, რომელმაც სწავლების სხვა მიმართულება და ხაზი შესთავაზა მსურველებს.

პროექტის ავტორი, თორნიკე ქობულაშვილი, სნეპ ფიტნესთან ერთად ცდილობს, რომ ყოველი ახალი კურსი იყოს წინაზე უკეთესი და გამორჩეული, ვინაიდან ეს სფერო ყოველდღიულად ვითარდება და აუცილებელია, რომ ჩვენც თანმიმდევრულად განვვითარდეთ.

სნეპ აკადემია 300-მდე სტუდენტმა დაამთავრა, რომელთა ნაწილიც წარმატებით დასაქმდა სხვადასხვა ფიტნეს დარბაზში.

როგორ ვხედავ სნეპ აკადემიას მომავალში?!

ვხედავ თანამედროვეობის ფეხდაფეხ მიმავალს, ვხედავ, იმ მოთხოვნებზე მორგებულს რომელთაც სიახლეები და ახალი გამოწვევები მოითხოვს.

შეავსე ფორმა, დარეგისტრირდი კურსზე და გახდი პროფესიონალი სერტიფიცირებული მწვრთნელი!

Scroll to Top